მიხეილ ბარიშნიკოვს საპატიო თბილისელის სიგელი გადასცეს

მიხეილ ბარიშნიკოვს საპატიო თბილისელის სიგელი გადასცეს

მსოფლიოში ცნობილ მოცეკვავეს, ბალეტმაისტერსა და მსახიობს, მიხეილ ბარიშნიკოვს, თბილისის მერის სახელით, „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა. ამის შესახებ 1tv წერს.

მიხეილ ბარიშნიკოვი საქართველოში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება. ფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ გაიხსნა.

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს თბილისი წელს მეათედ მასპინძლობს. ფესტივალი 30 სექტემბერს დაიხურება.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები