“მგონია, რომ ხვალ ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა პირველივე ტურში დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იქნება პირველი ევროპული ტიპის ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში”-სოფო კილაძე

“მგონია, რომ ხვალ ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა პირველივე ტურში დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იქნება პირველი ევროპული ტიპის ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში”-სოფო კილაძე

“მგონია, რომ ხვალ ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა პირველივე ტურში დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იქნება პირველი ევროპული ტიპის ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, ოპონენტები საზოგადოების სიბრძნეს და გონიერებას სათანადოდ ვერ აფასებენ.
“ხვალ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენმა საზოგადოებამ. მესმის, რომ ამ ისტერიის და “ნაცმოძრაობის”, მისი მედიასაშუალებებისა და ე.წ. ექსპერტების მიერ ქალის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი და წარმოებული სიძულვილის კამპანიის ფონზე, ზოგიერთ მოქალაქეს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ჯერ კიდევ ორჭოფობს. სამწუხაროდ, მოახერხეს და ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს დააჯერეს არასწორი ინფორმაცია, გახლიჩეს და დააპირისპირეს ერთმანეთს ადამიანები, ჩაუნერგეს შიში და შექმნეს ქაოსის იმიტაცია ქვეყანაში.
თუმცა, ვფიქრობ, ოპონენტები სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი საზოგადოების სიბრძნეს და გონიერებას. მათ ვერ გაიგეს, რომ ის ძალიან კარგად არჩევს კარგს და ცუდს, სიმართლეს და სიცრუეს, თეთრს და შავს ერთმანეთისგან. ​
ჩვენ ვერ დავბრუნდებით ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვის ეპოქაში. ჩვენი მომავალი ევროპა და ადამიანის ღირსების პატივისცემაა. ჩვენი მომავალი დაცული მოქალაქე, განვითარებული ეკონომიკა და დაბალანსებული საზოგადოებაა, სადაც თითოეულს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარების კარგი შანსი აქვს, სადაც განსხვავებული აზრის ადამიანები ერთმანეთთან ცივილიზებულად კამათობენ და ამას დემოკრატიული დისკუსია ჰქვია.
ჩვენი მომავალი ძლიერი სამოქალაქო სექტორია, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალურია და ერთნაირად აკრიტიკებს ხელისუფლებასაც და სხვა ძალებსაც,, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში. ჩვენი მომავალი ძლიერი და დაბალანსებული მედიაა, რომელიც, ასევე, ობიექტურად, საგნობრივად აკრიტიკებს ხელისუფლებას და სადაც ე.წ. „ტვინის რეცხვა“, ცალმხრივად ინფორმაციის მიწოდება მიუღებელია საზოგადოებისათვის. ეს ყველაფერი ნამდვილად არ უკავშირდება ჩვენს ოპონენტებს და ეს ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის.
ამიტომაც მგონია, რომ ხვალ ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა პირველივე ტურში დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იქნება პირველი ევროპული ტიპის ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები