მეუფე შიო არჩილ ტატუნაშვილზე-ოჯახს არ ეძლევა საშუალება, ქრისტიანულად დაკრძალოს

მეუფე შიო არჩილ ტატუნაშვილზე-ოჯახს არ ეძლევა საშუალება, ქრისტიანულად დაკრძალოს

ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედრის გამოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება, ქრისტიანულად დაკრძალოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განუცხადა.
მეუფე შიო მუჯირმა დღეს ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედრის გამოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება, ქრისტიანულად დაკრძალოს. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ითქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება ცხედრის დაბრუნება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება“, – განაცხადა შიო მუჯირმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები