ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა.
მეუფე გრიგოლის თქმით, პატრიარქი შეურაცხყოფას ითმენს და არ ცდილობს თავი იმართლოს.
“პატრიარქი გულისხმობს ქრისტიანულ ცხოვრებას. ყველა ქრისტიანს ებრძვიან და ეს გზა არის ვიწრო და ეკლიანი. ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ და იქცევა როგორც ქრისტე, არ იმართლებს თავს, ითმენს და კიდევ ლოცავს იმ ხალხს, ელოდება რომ დაბრუნდნენ ეკლესიაში”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: „ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ“.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

ნათია თურნავა: იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით იზრუნებს

ლევან ნიკოლეიშვილი: ძნელია უხილავ მტერთან ბრძოლა, მითუმეტეს თუ ამ უხილავ მტერს ხილული შიდა მტერიც ემატება, რომელიც ყველა იარაღს იყენებს ქვეყანაში დეზინფორმაციის, პანიკისა და შიშის დასათესად
