მეტროსადგური “ვარკეთილი” ფუნქციონირებას მაქსიმუმ ორ დღეში გააგრძელებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მეტროსადგური “ვარკეთილი” ფუნქციონირებას მაქსიმუმ ორ დღეში გააგრძელებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებენ რის შემდეგაც მეტროსადგური მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
მეტროსადგურ “ვარკეთილში, დღეს დაახლოებით 10:30 საათზე ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. შს სამინისტრომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო – სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

საჯარო სამსახურის ბიურომ ლევან მურისიძე, ვატო შაქარიშვილი, მარიამ დარჩია და კიდევ რამდენიმე მოხელე დაჯარიმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
