მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
„მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა. 20 იანვრიდან კი, იწყება ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ.
ამ პერიოდის განმავლობაში დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, „გურამიშვილის“ სადგურს კი მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აცხადებენ კომპანიაში.
2018 წელს დამატებით ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება.
მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ისრაელის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიიღო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

„გვესმის სიტყვები, საფრთხე რეალურია, ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე, ეს მსმენელი კი არის თითოეულ მოქალაქე, ინსტიტუცია, მათ შორის, ეკლესიაც”
