მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 მგზავრი

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 მგზავრი

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 მგზავრი გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენი 7 კი, თბილისის სხვადასხვა კლინიკაში იმყოფება.
როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მათივე თქმით, ორ მათგანს ამჟამად საოპერაციოდ ამზადებენ და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოთავსებული ოთხივე პაციენტი მამაკაცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილის საათებში, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, დაზარალებული 11 მგზავრი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს, მათ შორის, შვიდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
შს სამინისტრომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო – სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები