მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა

მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა

მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა, რომელიც მიმალვას ცდილობდა.
პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოსთან დააკავა.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.
„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მუსიკოსები იყვნენ.
მოგვიანებით კი ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები