მეტრო “გოცირიძე” გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

მეტრო “გოცირიძე” გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა. რო­გორც მან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა შემ­დე­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა – სრუ­ლად გა­და­ი­ხუ­რე­ბა მეტ­რო­სად­გუ­რის ბა­ქა­ნი, მოხ­დე­ბა სად­გუ­რის ადაპ­ტა­ცია შშმ პირ­თათ­ვის, და­მონ­ტაჟ­დე­ბა ორი ლიფ­ტი და მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ლი­კე­ბი.

“მეტ­რო­ში ვა­წარ­მო­ებთ მთელ რიგ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის გა­ხა­ლე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ხდე­ბა. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა, თუ ვინ არის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია.

დღეს მინ­და მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცის­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვქონ­და ტენ­დე­რი ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, გვყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლია და მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ და­ი­წყე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა შემ­დე­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა:
სრუ­ლად გა­და­ი­ხუ­რე­ბა მეტ­რო­სად­გუ­რის ბა­ქა­ნი, მოხ­დე­ბა სად­გუ­რის ადაპ­ტა­ცია შშმ პირ­თათ­ვის, და­მონ­ტაჟ­დე­ბა ორი ლიფ­ტი და მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ლი­კე­ბი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა, რო­გორც სად­გუ­რის ვეს­ტი­ბი­ულს, რო­მე­ლიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ასე­ვე ბა­ქანს. გა­ნახ­ლდე­ბა და გა­რე­მონტდე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ოთა­ხე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბი­სად სრუ­ლად გა­მო­იც­ვლე­ბა სად­გუ­რის ელექტრო­სის­ტე­მა. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცა ჩა­ტარ­დე­ბა.

ზო­გა­დად, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვაქვს, ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად, ვარ­კე­თი­ლი შე­მიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჭერი ჩა­მო­ინ­გრა და ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რად­გან ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის საქ­მე ამ კონ­კრე­ტულ მეტ­რო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გვინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყოთ და­ზღვე­უ­ლე­ბი, რომ ანა­ლო­გი­უ­რი არ მოხ­დეს და სა­მუ­შა­ო­ე­ბი ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა სად­გუ­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები