მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 985 ტესტიდან, კორონავირუსი მხოლოდ 2 ადამიანს დაუდასტურდა

მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 985 ტესტიდან, კორონავირუსი მხოლოდ 2 ადამიანს დაუდასტურდა

მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 985 ტესტიდანკორონავირუსი მხოლოდ 2 ადამიანს დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ლენჯერის თემში გამოვლინდა, სადაც გუშინდელი დღიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის აიკრძალა შიდა გადაადგილება.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის რეგიონულ საკითხებში თქმით, კიდევ გაკეთებულია 900-მდე ტესტი, რომელთა პასუხებიც დღის ბოლომდე იქნება.

„ხალხი ძალიან აქტიურად მიდის ტესტირებაზე, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ ეს არის შეჩერების გზა. ჯერჯერობით შედარებით გამკაცრებული ზომები დარჩება სოფელ ლენჯერში, იმიტომ რომ ლენჯერში ამ წუთისთვის გამოვლენილია ყველზე მეტი შემთხვევა“, – აღნიშნა სუბარმა.

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში გადაყვანის პროცესი გაგრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები