მესამე დღეა რაჭაში ახალგაზრდა მამაკაცს, შოთა სამხარაძეს ეძებენ

მესამე დღეა რაჭაში ახალგაზრდა მამაკაცს, შოთა სამხარაძეს ეძებენ

მესამე დღეა რაჭაში ახალგაზრდა მამაკაცს, შოთა სამხარაძეს ეძებენ.
როგორც დაკარგულის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შოვის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა, სადაც თოვლის ფესტივალზე იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, მერაბ ორდინიძემ განუცხადა, დაკარგული ახალგაზრდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის მკვიდრია.
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართულები.
“დაკარგული ახალგაზრდა სოფელ ღარის მკვიდრია, მის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახური. მამაკაცს ახლობლები და თანასოფლელებიც ეძებენ”, – განაცხადა მერაბ ორდინიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები