მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე შესაძლოა საოპერაციო გახდეს

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე შესაძლოა საოპერაციო გახდეს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე შესაძლოა საოპერაციო გახდეს. როგორც  აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა, უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით და დასკვნიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს.

„თავისუფლებაზე ყოფნისას მკურნალობდა და ოჯახისგან გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ის შეიძლება საოპერაციო გახდეს. ამიტომ ვატარებთ ექპერტიზას. უკვე დავნიშნეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ექპერტიზა და რასაც ექიმები იტყვიან, იქიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდეს“, – განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ აბესაძისთვის ჩასატარებელი ოპერაცია საქართველოშიც კეთდება და ოპერაციის გამო მისი საზღვარგარეთ გაყვანა აუცილებელი არ გახდება.

ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის ამ პრობლემაზე მეტად, უფრო დასაფიქრებელი ოთარ აბესაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

„ჩემთვის როგორც მისი ადვოკატისთვის, უფრო მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. მისი დაკავების დღიდან გვქონდა მოლოდინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდებოდა, „შეეგუებოდა“ ამ ვითარებას, თუმცა ის ყოველდღე უფრო და უფრო დეპრესიული ხდება. მე ვფიქრობ, ყველაზე საგანგაშო მომენტი ეს არის“, – განაცხადა გელაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები