„მერია უნდა იყოს უფრო მოქნილი და მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქეების განცხადებების შესწავლა უნდა ხდებოდეს უფრო ძირეულად“-ბექა ნაცვლიშვილი

„მერია უნდა იყოს უფრო მოქნილი და მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქეების განცხადებების შესწავლა უნდა ხდებოდეს უფრო ძირეულად“-ბექა ნაცვლიშვილი

„მერია უნდა იყოს უფრო მოქნილი და მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქეების განცხადებების შესწავლა უნდა ხდებოდეს უფრო ძირეულად“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ წევრმა და საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მერიაში შეტანილი განცხადების საფუძველზე რაღაცის გამოსწორება შეიძლება.
„მერიაში ვხედავ გამოწვევებს. მერია უნდა იყოს უფრო მოქნილი და მოქალაქეზე ორიენტირებული. მოქალაქეების განცხადების შესწავლა უნდა ხდებოდეს უფრო ძირეულად, უფრო საფუძვლიანად, შესაბამისად, პასუხები მოქალაქეების განცხადებებზე უნდა იყოს ბევრად დეტალური. გამომდინარე აქედან, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რაღაცის გამოსწორება შეიძლება. საკადრო ცვლილებებზე მეტად, შესაცვლელი იქნება ურბანული გეგმარების სტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ნებართვების მიღების საკითხი, რომ ფუნდამენტურად შესწავლილი იყოს ის სივრცე და ის საკითხი, სადაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა. სტრუქტურული ცვლილებების, სამსახურების გადაჯგუფების, მათი მენეჯმენტის ფორმის ცვლილების საჭიროება არსებობს“, – განაცხდა ბექა ნაცვლიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები