მერაბ ქვარაია: ვერავინ ვერაფერს „აადუღებს“, მით უფრო, „ნაციონალური მოძრაობა”

მერაბ ქვარაია: ვერავინ ვერაფერს „აადუღებს“, მით უფრო, „ნაციონალური მოძრაობა”

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების თუ წაგების შემთხვევაში, ყველაფერი უნდა „ადუღდეს“.
“ვერავინ ვერაფერს  „აადუღებს“, მით უფრო, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ზუგდიდი დღეს აირჩევს მერს, რომელსაც ზუგდიდის განვითარება და წინსვლა უნდა და არა “დუღილი” და დაპირისპირება. ეს არის მთავარი განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის: ჩვენ გვინდა სიმშვიდე და სტაბილურობა, მათ კი ქაოსი. ხალხმა ეს იცის და ამიტომაც ეუბნება მათ უარს ყოველ არჩევნებზე”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები