მერაბ ქვარაია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ, ამერიკელ კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრას, დადებითად აფასებს.

მერაბ ქვარაია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ, ამერიკელ კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრას, დადებითად აფასებს.

თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ, ამერიკელ კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრას, დადებითად აფასებს.
ამერიკელი კონგრესმენების და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ თვითმმართველობის რეფორმა იყო.
“როცა პარლამენტის თავმჯდომარე თანამედროვე დემოკრატიის სამშობლოში ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და თვითმმართველობის რეალურ გაძლიერებაზე საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სწორად აფასებს თვითმმართველობის როლს ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად, დემოკრატიული პროცესი საქართველოში სწორად ვითარდება. ქმედითი ბერკეტებით, მეტი რესურსებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი თვითმმართველობა წარმატებული საქართველოს რეალური გამოწვევა და ჩვენი ქვეყნის წარმატებული ხვალინდელი დღეა.” – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები