მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, 8 ივნისს დააკავეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები