მერაბ მალანიას ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება მხოლოდ ერთ ადგილზეა, რომელიც ცოცხალი ძალისთვის მიუვალია და მის ჩაქრობაზე ვერტმფრენები მუშაობენ.

მერაბ მალანიას ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება მხოლოდ ერთ ადგილზეა, რომელიც ცოცხალი ძალისთვის მიუვალია და მის ჩაქრობაზე ვერტმფრენები მუშაობენ.

როგორც მერაბ მალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის ლოკალიზებაზე 570 შსს-ს თანამშრომელი მუშაობს. მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლოს მოხდება.
„ერთ ადგილზეა მხოლოდ დაკვამლიანება. რთულად მისადგომი ტერიტორიაა და აქედან გამომდინარე, ვერტმფრენებით ვამუშავებთ იმ ადგილს. პერსპექტივა კარგია და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ჩავაქრობთ. დანარჩენ ტერიტორიაზე ცოცხალი ძალაა გაშლილი და მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება რათა ხანძარი არ გაღვივდეს”, – განაცხადა მერაბ მალანიამ.
რაც შეეხება ახალი კერების გაჩენის საფრთხეს, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მსგავსი საფრთხე ქარის გამო ყოველთვის არსებობს, თუმცა როგორც მერაბ მალანიამ აღნიშნა, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მეხანძრე-მაშველები ადგილზე დარჩებიან, რათა ვითარებას დააკვირდნენ და ნიადაგის დამუშავება განაგრძონ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები