მექსიკაში მუსიკოსის ფორმაში გამოწყობილმა კაცმა ქუჩაში სამი ადამიანი მოკლა

მექსიკაში მუსიკოსის ფორმაში გამოწყობილმა კაცმა ქუჩაში სამი ადამიანი მოკლა

მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში, მარიაჩის (ქუჩის მუსიკოსის) ტრადიციულ სამოსელში გამოწყობილმა, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა ქუჩაში სამი ადამიანი მოკლა და ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა. ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევა ტეპიტოს დასახლებაში მოხდა, სადაც 2014 წლიდან მკვლელობების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ეს რეგიონი ნარკოტიკებით მოვაჭრე დაჯგუფებით, La Union-ითაა ცნობილი. მკვლელობას სწორედ ამ  დაჯგუფებას უკავშირებენ.

ტეპიტოში ძალადობისა და თავდასხმის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა გასული თვის შემდეგ. სწორედ აგვისტოში დააკავეს La Union-ის ლიდერი, რობერტო მოიადოესპარეზა.

2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მექსიკის მთავრობამ ბრძოლა გამოუცხადა ორგანიზებულ დანაშაულს, ქვეყანაში 200 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული ან გაუჩინარებული. ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა ქვეყანაში 2017 წელს აღრიცხეს. გასულ წელს აქ 25 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები