მეორე ტურისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო-ეკა ბესელია

მეორე ტურისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო-ეკა ბესელია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მეორე ტურისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. მისივე თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას – დაბრუნდება წარსულში თუ გააგრძელებს სვლას მომავლისკენ.
„წინ მეორე ტური გველოდება. ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო. სწორედ იმ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვჭირდება, ყოველ დღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რადგან ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას – წარსულში დაბრუნდება თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. ამიტომ ეს არჩევანია, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები.
​მე ვგულისხმობ სააკაშვილს, ახალაის, მერაბიშვილს და სხვებს. აქ საუბარია მათ შორის იმაზე, რომ ამ მანდატის გამოყენება, შესაძლოა, ისეთი დესტრუქციული იყოს, რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად იმ პრეზიდენტის ხელში, რომელსაც შეწყალება ჰგონია, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს. ამან შესაძლოა სახიფათო პროცესები გამოიწვიოს. ძალიან მშვიდად ქვეყანას ხვალინდელი მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები