„მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი ყველაზე დაძაბული და პრობლემური ოზურგეთშია“, – ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს.
ორგანიზაციის განცხადებით, ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის 4 და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი გამოვლინდა და თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო მოხელე იყო ჩართული, რომლებიც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებდნენ.
ორგანიზაციის ანგარიშში ასევე საუბარია ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის შესახებ.
„უფრო მეტ კითხვას აჩენს ის ფაქტი, როგორ აღმოჩნდა გაუჩინარებული გიორგი როყვა პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში და ასევე ისიც, რომ ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ როყვა მის მიმართ შესაძლო ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს“, – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.
ორგანიზაციამ ხაშურში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის თაობაზეც გაავრცელა ინფორმაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში 12 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ყველაფერს იღონებს, რათა “ომეგა ჯგუფმა” დავალიანება კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით
ნარმანია-მე საერთოდ, ბუნებით ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც უფრო მეტს ვაკეთებ, სულ უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფ ადამიანებსაც, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში არ ვასვენებდი
