- TVFree.Ge - http://tvfree.ge -

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერის კახა ძაგანიას განცხადებით, შალვა ნათელაშვილმა ყველაფერი ფულის გამო გააკეთა

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერის კახა ძაგანიას განცხადებით, შალვა ნათელაშვილმა ყველაფერი ფულის გამო გააკეთა და მერაბიშვილსა და სააკაშვილს შეეკრა.

“ნათელაშვილი კორუმპირებული რომ იყო, პირველი გოდერძი ჩოხელი მიხვდა და დატოვა პარტია. შემდეგ იყო პაატა ჩოხელი. ჩვენ 2012 წელს გავიგეთ ნათელაშვილის შესახებ. მან ბევრ ადამიანს გაუტეხა გული, იგივე ჩოხელებს, ამომრჩევლებს, ერს, თანამშრომლებს. ნათელაშვილმა ყველაფერი ფულის გამო გააკეთა და შეეკრა მერაბიშვილსა და სააკაშვილს. ამის მერე ასეთ კაცზე რაღა უნდა ვილაპარაკო”, – განაცხადა კახა ძაგანიამ.

კახა ძაგანიამ ლეიბორისტული პარტია 2013 წელს დატოვა. მასთან ერთად პარტიიდან იოსებ შატბერაშვილიც წავიდა. 2013 წლის მაისში მან ჩამოაყალიბა პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსი“, რომლის ლიდერიც თავად გახდა.

ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა პარტია დატოვა.