მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები-დიმიტრი ქუმსიშვილი

მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები-დიმიტრი ქუმსიშვილი

მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აკეთებს მაქსიმუმს, რაც არის შესაძლებელი. „მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები და შესაბამისად შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს აქვს უნდა იყოს სწორედ გამოყენებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს თანამშრომლები კვირას გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები