მეხორბლეების აქციის მონაწილე სახურავზე ავიდა და თავის დაწვა სცადა

მეხორბლეების აქციის მონაწილე სახურავზე ავიდა და თავის დაწვა სცადა

გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე მეხორბლეების აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც სახურავზეა ასული ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მან სხეულზე სხვადასხვა დაზიანებაც მიიყენა.
როგორც სხვა მძღოლები აცხადებენ, მას ბანკის ვალები აქვს.
„ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და მინისტრს ვერ შევხვდებით. ამ ადამიანმა თავად მიიღო გადაწყვეტილება ასეთი უკიდურესი ზომისთვის მიემართა და ითხოვს, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას. ახლა ვერ წავალთ მოლაპარაკებაზე, თუმცა გვინდა შეთანხმება მოხდეს მოლაპარაკების გზით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანის გადარჩენა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადატანა იკრძალება. სატვირთო ავტომობილების მძღოლები სწორედ ამ დადგენილებას აპროტესტებენ.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები