მედიასაშუალება Financial Times-ის ჟურნალისტი, 24 წლის პოლ მაკკლინი ტრაგიკულად დაიღუპა შრი ლანკაში

მედიასაშუალება Financial Times-ის ჟურნალისტი, 24 წლის პოლ მაკკლინი ტრაგიკულად დაიღუპა შრი ლანკაში

მედიასაშუალება Financial Times-ის ჟურნალისტი, 24 წლის პოლ მაკკლინი ტრაგიკულად დაიღუპა შრი ლანკაში, სადაც ის მეგობრებთან ერთად ისვენებდა. არსებული ინფორმაციით, მას ნიანგი იმ დროს დაესხა თავს, როცა წყლის პირას ხელს იბანდა. სამაშველო სამსახურმა ტრაგიკულად დაღუპული ბრიტანელის სხეული, ძებნის შედეგად, წყალში იპოვა.

პოლი იყო განათლებული ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელსაც ჰქონდა გასაოცარი პერსპექტივა.

როგორც FT წერს, პოლ მაკკლინი “ამომავალი ვარსკვლავი” იყო, რომელიც ყურადღებას იპყრობდა ექსკლუზიური, სიღრმისეული ჟურნალისტური პროდუქტის მომზადებით. სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც საზოგადოებას ამცნო, რომ ევროკავშირის დატოვების შემდეგ, დიდ ბრიტანეთს მოუწევდა მოლაპარაკება მსოფლიოს 168 ქვეყანასთან 759 შეთანხმებაზე ხელახალი ხელმოწერის შესათანხმებლად.

“ჩვენ ამაყები ვართ, რომ პოლმა ჩვენთან მუშაობა არჩია. ის იყო საუკეთესო ნიმუში იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”, – ასე ემშვიდობება FT თავის ჟურნალისტს, რომელიც ნიანგის თავდასხმას ემსხვერპლა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები