მე ვიქნები თქვენთან ახლოს, მე არ ვაპირებ ვიყო გამოკეტილი სადღაც სასახლეში – სალომე ზურაბიშვილი

მე ვიქნები თქვენთან ახლოს, მე არ ვაპირებ ვიყო გამოკეტილი სადღაც სასახლეში – სალომე ზურაბიშვილი

მე ვიქნები თქვენთან ახლოს, მე არ ვაპირებ ვიყო გამოკეტილი სადღაც სასახლეში და იქიდან აღარ გამოვდიოდე, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვარკეთილში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე, როგორც საზოგადოების პრეზიდენტი, ვიქნები თქვენს გვერდით. მე ვიქნები თქვენი ხმა, რომ მივიტანოთ ეს ხმა იქ სადაც საჭიროა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თუ კანონმდებელ პარლამენტთან, რომელიც გადმოვა თბილისში და უფრო ახლოს იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლებასთან. მე ვიქნები თქვენთან ახლოს, მე არ ვაპირებ ვიყო გამოკეტილი სადღაც სასახლეში და იქიდან აღარ გამოვდიოდე. მე მოვდივარ პრეზიდენტად იმისთვის, რომ ვიყო თქვენთან, ვიყო მოძრავი და ახლოს მდგომი პრეზიდენტი”, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები