კახა კალაძის თქმით, ხალხის არჩეული მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დედაქალაქის განვითარებაზე უნდა აისახოს. მისივე თქმით, არც თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას ჰქონია პრობლემა კადრების შერჩევის დროს და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა.
“არ მახსოვს დათოს რაიმე პრობლემა შექმნოდეს კადრებთან დაკავშირებით. პარტიის გენერალური მდივანი ვარ და არც ის მახსოვს, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე დავალდებულება ან მოთხოვნა კატეგორიული იყო კონკრეტული ადამიანების დანიშვნასთან დაკავშირებით. დათო იყო საკმაოდ თავისუფალი, ის იყო ხალხის მიერ არჩეული და ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა.
რაც შეეხება ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მე ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, მერია არ არის პარტიული სტრუქტურა, შესაბამისად, არჩევნების შედეგად ხალხმა ამირჩია და მე ვიქნები თითოეული თბილისელის მერი – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, მრწამსისა, ეროვნებისა. მე ვიმუშავებ ყველა თბილისელისთვის, რომ განვახორციელოთ ის პროექტები, რადგან ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და უფრო ლამაზი” , -განაცხადა კახა კალაძემ “რეაქციის” ეთერში.