“მე შემრცხვა ნაცმოძრაობის წევრების ნაცვლად, იხტიბარს რომ არ იტეხენ და ამ საზიზღრობის “გაპრავებას” ცდილობენ”

“მე შემრცხვა ნაცმოძრაობის წევრების ნაცვლად, იხტიბარს რომ არ იტეხენ და ამ საზიზღრობის “გაპრავებას” ცდილობენ”

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

“ვიღაც უტვინო ვირიშვილმა ადამიანს თავზე ნაგავი რომ დააყარა ეგ არ არის პრობლემა, მას აზროვნება არ შეუძლია, ცხოველური ინსტიქტებით მოქმედებს და რაც დაავალეს, ის გააკეთა.

აი, პოლიტიკოსებად წოდებული ქვეყნის მართვის ამბიციის მქონე ინფუზორიები ამ ფაქტს რომ ახალისებენ, ეგ უკვე ტრაგედიაა. მე შემრცხვა ნაცმოძრაობის წევრების ნაცვლად, იხტიბარს რომ არ იტეხენ და ამ საზიზღრობის “გაპრავებას” ცდილობენ. ამიტომ არანაირი სხვაობა არ არის თქვენსა და ზემოთხსენებულ ვირიშვილს შორის.
ეს არის თქვენი სახე, ეს არის თქვენი ღირებულებები, ეს არის თქვენი სტანდარტები. ამიტომ სწორედ ამ მახინჯი აზროვნების გამო იქნებით მუდამ თქვენ კუთვნილ საპატიო ადგილზე – პოლიტიკურ სანაგვეზე.”

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები