“მე შეიძლება მომკლან და მე ამის არ მეშინია”, – ამის შესახებ საუბრა ხარკოვში გამართულ მიტინგზე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.
„ ვიცი, ჩემს მოშორებას შეეცდებიან. შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ… ან საერთოდ მომკლან, მაგრამ ამს არ მეშინია,“– განაცხადა სააკაშვილმა.
აქციის შემდეგ, სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერტმანეთს დაუპირისპირდნენ.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი მანქანისკენ მიემართებოდა, უცნობმა პირმა ხალხში ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციულ აქციას 700-800 ადამიანი ესწრებოდა.
ტელეკომპანია ,, ATR“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ,ბლოგერმა და ამავდროულად ,, Московский Комсомолец”-ის ჟურნალისტმა, აიდერ მუჟდაბაევმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება.
“17 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება, – განაცხადა მუჟდაბაევმა.
მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ფოთში მხარდამჭერებთან შეხვედრით, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტი დაასრულა.
