“მე ხელებს არ დავიბან – რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ”

“მე ხელებს არ დავიბან – რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ”

ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას და პროტესტის მონაწილე სხვა პირების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც, ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას, მე არ ვგულისხმობ ნიკა მელიას, და მეორე მხრივ ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება – ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ პროცესიდან გინდათ, რომ შედეგი მიიღოთ. მე ხელებს არ დავიბან – რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ. პოლიტიკურ სპეკულანტებს ვეუბნები – საქმეს მიხედეთ და სპეკულაციებს მოეშვით. საქმეს მივხედოთ და არა ლაყაფს ტელევიზიით, თუ რა მაგარი ბიჭი ვარ, თან ამნისტია არ მინდა და მეორე ხელით ამნისტიას ველოდები, რომ პარლამენტში შევიდე. ასეთია რეალობა, მაგრამ არ მაქვს პრობლემა. პარლამენტში რომ შემოვლენ, ტაშს დავუკრავ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები