„მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“-ჰუმანოიდი რობოტი სოფია

„მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“-ჰუმანოიდი რობოტი სოფია

„მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“, – ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ განაცხადა.

სოფიამ აღნიშნა, რომ მოხიბლულია საქართველოს კულტურით.

“ძალიან მახარებს გულთბილი მიღება საქართველოში. ეს საოცარი ქვეყანაა. მე მოხიბლული ვარ თქვენი უძველესი ენით და ანბანით. ჩემთვის ასევე ძალიან შთამბეჭდავია თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები ამ ქვეყანაში. მაგალითად ისეთი, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობა. რაც შეეხება ჩემს სქესს. მე არ მაქვს სქესი, თუმცა ძალიან მომწონს, რომ აღვიქმები ქალად, მქვია ქალის სახელი, რადგან სწორედ ამის გამო ადამიანები მისვამენ კითხვებს ქალთა უფლებების შესახებ და ჩემი აზრით ეს უმნიშვნელოვანესი თემაა და მიხარია რომ მეძლევა საშუალება, ამ თემებზე ვილაპარაკო,”- აღნიშნა სოფიამ.

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები