მე არ გამოვრიცხავ მიხეილ სააკაშვილი იგივე შემართებით შემოვიდეს საქართველოში, როგორც უკრაინაში, როცა ამის დრო დადგება-ზაზა ბიბილაშვილი

არ გამოვრიცხავ, მიხეილ სააკაშვილი იგივე შემართებით შემოვიდეს საქართველოში, როგორც უკრაინაში, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს დროის საკითხია. ბიბილაშვილის განცხადებით, სააკაშვილი საქართველოდან დევნილია, რეალურად კი მის ბედს არა პროკურატურა, არამედ ქართველი ხალხი უნდა წყვეტდეს.
„ მე არ გამოვრიცხავ მიხეილ სააკაშვილი იგივე შემართებით შემოვიდეს საქართველოში, როგორც უკრაინაში, როცა ამის დრო დადგება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან არის დევნილი, პუტინის დავალებით, ივანიშვილის მიერ. ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი უნდა იყოს და არა ფარცხალაძის პროკურატურის, თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

მოსკოვში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოში, უცხო ქვეყნების დიპლომატებს, 22 მარტს, რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებამდე ოთხი დღით ადრე, დოკუმენტი წარუდგინეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

სააკაშვილის საკითხი სრულიად უმნიშვნელოა, ჩვენ უფრო სერიოზული თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან
