მათი მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება, მათ შორის გუშინდელი აქციაც იყო ამის ერთ-ერთი დასტური”

მათი მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება, მათ შორის გუშინდელი აქციაც იყო ამის ერთ-ერთი დასტური”

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება, მათ შორის გუშინდელი აქციაც იყო ამის ერთ-ერთი დასტური. შსს დგას მოწოდების სიმაღლეზე და ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ სააკაშვილის გამოსვლა სასამართლო პროცესზე ნიშნავდა იმას, რომ მან შეცდომებით ვერაფერი ისწავლა.

„ეს იყო ყოფილი დიქტატორის გამოსვლა, რომელმაც ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლა. დასკვნები ვერცერთი გაკვეთილიდან ვერ გამოიტანა. ის საუბრობდა ერთი საათის განმავლობაში ძალიან მოსაწყენად ისეთ თემებზე, რომელზეც საზოგადოებას აქვს სრული ინფორმაცია. ის საუბრობდა მათ შორის თავის დანაშაულებზე, ოღონდ ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი დანაშაულად არ წარმოეჩინა, ცდილობდა, მისი დანაშაულები გადაებრალებინა სხვებისთვის, მათ შორის მისი გუნდის ყოფილი თუ მოქმედი წევრებისთვის, რომლებსაც სასჯელიც აქვთ მოხდილი მისი ქმედებებისთვის, რომლის სათავეშიც მიხეილ სააკაშვილი იდგა. მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ხელმძღვანელი, რომლის დაკვეთითაც ხორციელდებოდა ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა რუსეთისთვის და ამ ყველაფრისთვის მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ალბათ, გუშინდელი სიტყვის შემდეგ „ართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ მას სასჯელი ბოლომდე აქვს მოსახდელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ სასამართლო შენობის გარეთ იყო სრული უმსგავსობა და ის სურათი ალბათ არავისთვის არ არის მისაღები.

„ძალიან ცუდი სანახავი იყო კიდევ ერთხელ ტრადიციულად მელია-უგულავა, ასევე, მათი მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერები, ეს სურათი უნდა დასრულდეს. როდესაც საუბარია დღის წესრიგის შეცვლაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ნაცვლად ამ სახეებისა, რომლებიც მუდმივად დესტრუქციით არიან დაკავებულნი, მათ არ შეუძლიათ არავითარი წვლილის შეტანა სახელმწიფოს განვითარებაში, ესენი არიან სააკაშვილი, მელია, უგულავა და ა.შ. ეს სახეები უნდა ჩანაცვლდეს დისკუსიებით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და კონკრეტული დარგები. ამ დისკუსიისთვის მთავარი პლატფორმა უნდა იყოს რა თქმა უნდა პარლამენტი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას, დეპუტატებს ოპოზიციიდან ჩაერთონ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაში. ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ის უნდა გათავისუფლდეს უფრო ადრე ვიდრე მას ეკუთვნის, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აღარ იყვნენ მთავარი ოპოზიციური პარტია. დღითიდღე მათი მხარდაჭერა მცირდება, მათ შორის გუშინდელი აქციაც იყო ამის ერთ-ერთი დასტური. შსს დგას მოწოდების სიმაღლეზე და ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები