მათი დაუოკებელი სურვილია, ხელისუფლება ხელში ისე ჩაიგდონ, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული – ვოლსკი ოპოზიციაზე

მათი დაუოკებელი სურვილია, ხელისუფლება ხელში ისე ჩაიგდონ, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული – ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები არ აქვს.

”მათ, ისევე როგორც ჩვენც, გვინდა ასეთი სერიოზული დოკუმენტი მიღებული იქნას კონსენსუსით. კონსენსუსის შეუძლებლობა განაპირობა ჩვენი ოპონენტების დაუოკებელმა სურვილმა, რომ როგორმე შეინარჩუნონ პოზიცია პოლიტიკურ ველზე და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ისე, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული. ვენეციის კომისიას, რომ ჰქონდეს შენიშვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია ამ თემას შესაძლებელია დავუბრუნდეთ ბევრჯერ და ჩაღრმავებულად ვისაუბროთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივართ. კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ეს პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. ნახევარ წელზე მეტია ამ საკითხების განხილვა მიმდინარეობს. არის ქვეყნის ინტერესები და არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ინტერესებს აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები