მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროექტის – „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს დანერგვისათვის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროექტის – „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს დანერგვისათვის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროექტის – „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს დანერგვისათვის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი მიმდინარეობდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის – „დემოკრატია და ადამიანის უფლებები ქმედებაში“ ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას საქართველო უწევს, ხოლო მონაწილე ქვეყნები ანდორა, სლოვაკეთი და ხორვატია არიან.

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო, წარმოადგენს ახალ საერთაშორისო დოკუმენტს, რომლის მნიშვნელობა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა 2016 წლის 12 აპრილის ბრიუსელის დეკლარაციით დაადასტურეს. დოკუმენტის დანერგვა ოფიციალურად 2018 წლიდან დაიწყება. საქართველომ, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შექმნა გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა ქვეყნებს, როგორც დასახული მიზნების მიღწევაში, ასევე, პრობლემების პრევენციაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრენინგმოდული, ჩატარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებმა მოამზადეს ფილმები სკოლაში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ. კონფერენციაზე შეჯამდა როგორც საქართველოს, ასევე, პროექტის მონაწილე ქვეყნების მიერ შესრულებული საქმიანობა, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და გამოვლინდა საუკეთესო ფილმის ავტორი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები