მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცა

მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცა

მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად და მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად, მათ შორის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის.

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის,
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა პირებმა ვაქცინების, ექსპედიციის და ცივი ჯაჭვის სამმართველოს საწყობი დაათვალიერეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები