მაშველებმა კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

მაშველებმა კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში, მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.
მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ​შეტყობინება 26 ივლისს, 15:28 საათზე შემოვიდა.
​ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ​​ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები