მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება განაცხადა ეკა ბესელიამ

მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება განაცხადა ეკა ბესელიამ

მისი თქმით, უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართულმა მხარემ მიმართა.

,,უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართულმა მხარემ მიმართა. ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაგზავნილი ეს მოთხოვნა. სააკაშვილმა მოქალაქეობა მიიღო და პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა, მაგრამ როცა ის უკრაინის მოქალაქე აღარ არის, შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურები – სასამართლო განხილვა გრძელდება, დღის წესრიგში საკითხი ისევ დადგა და აბსოლუტურად გამართლებულია მოთხოვნა, როცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს, რადგან მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა ქართული მართლმასჯულების მიერ. ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ჩვენი კონსტიტუციით, ეს მოთხოვნა დასაბუთებულია. შემდეგ რა მოხდება, ამას დავაკვირდებით. მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ.

„ჩვენ უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, 2014-15 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომლებიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია. კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით გადაეგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, მორიგჯერზე უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული, იგივე დოკუმენტაცია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გუშინდელი და გუშინწინდელი კომუნიკაციიდან ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, იქ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, განახლებული პროცედურები, როგორც მათ დაარქვეს, რადგან ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან კვლავ ძალაშია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მოთხოვნით მორიგ ჯერზე 1-ელ სექტემბერს მიმართა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები