მარშანია: მოსკოვში ჩვენი საუბრის მთავარი თემა ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი იქნება

მარშანია: მოსკოვში ჩვენი საუბრის მთავარი თემა ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი იქნება

პატრიოტთა ალიანსის‖ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც პარტიის წევრი ადა მარშანია ჟურნალისტებთან აცხადებს, მოსკოვში საუბრის მთავარი თემა ჩვენი ტერიტორიები, სოხუმი და ცხინვალი იქნება. ―მივემგზავრებით კონკრეტულად მხოლოდ ქალაქ მოსკოვში, დელეგაციის შემადგენლობა იგივეა რაც იყო პირველი ვიზიტის დროს ( ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე). მთავარი სასაუბრო თემა ჩვენთვის ყოველთვის იქნება, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, იქნება ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხები.რამოდენიმე დღიანი ვიზიტია, სავარაუდოდ 5ში ვბრუნდებით უკან‖, – განაცხადა ადა მარშანიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები