მარნეულში მომხდარ დანაშაულს არასაპარლამენტო ოპოზიციაში ეხმაურებიან.

მარნეულში მომხდარ დანაშაულს არასაპარლამენტო ოპოზიციაში ეხმაურებიან.

მარნეულში მომხდარ დანაშაულს არასაპარლამენტო ოპოზიციაში ეხმაურებიან. 4 პირის დაჭრის ირგვლივ ხელისუფლების ოპონენტები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერისთვის უცნობია მომხდარის მოტივი, თუმცა აცხადებს, რომ ფაქტი ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

“არ ვიცი ეს არის კრიმინალური დანაშაულის გამოხატულება თუ რაღაც სხვა…მე ვერ ვივაჭრებ და ვერ ვისპეკულანტებ. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი ფაქტი ავნებს ყველაფერს აბსოლუტურად და უპირველეს ყოვლისა ავნებს სახელმწიფო იმიჯს”- აღნიშნავს კაციტაძე.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მომხდარის ობიექტურ გამოძიების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ეს ყველა შემთხვევაში ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვიტყვი რა დგას ამის უკან. გამოძიება მინიმალურად უნდა ჩატარდეს, რომ გავიგოთ რა ხდება. რა უფრო სწარაფად ჩატარდება გამოძიება მით უკეთესი იქნება”- განაცხადა ბურჯანაძემ.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, კი ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტი მმართველ პარტიაში არსებული შიდადაპირისპირების გაგრძელებაა.

“რამდენადაც მე ვიცი ეს იყო შიდა დაპირისპირება. ერთ მარტივ დეტალს გეტყვით, რომ არა პრობლემა რომელიც მე დავასახელე ალბათ ხელისუფლების ყიჟინა იქნებოდა ყველა საინფორმაციო საშუალებიდან, რომ ვიღაც დაესხა ქართულ ოცნებას. ამიტომაც უნდათ მათ, საქმეს პოლიტიკური ელფერი არ მისცენ. ყოფილ და დღევანდელ კანდიდატებს შორის მოხდა დაპირისპირება, მეტი რა სახელი უნდა დაერქვას ამას”- განაცხადა “ეროვნულ დემოკრატიული” პარტიის ლიდერმა.

“ლეიბორისტები” კი მარნეულში მომხდარის უკან სუს-სა და გომელაურის ინტერესებს ხედავენ.

“ეს არ გახლავთ არანაირი შიდა დაპირისპირება. ეს არის გომელაურისა და ივანიშვილის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია, რომ ამომრჩევლის ყურადღება გადართონ პრობლემაზე, რომლის თანახმადაც არსებობს რაღაცა საფრთხე სახელმწიფოსთვის და არიქა ჩვენ თუ არ მოგვცემ ხმას საყოველთაო დესტაბილიზაცია იქნება. მე მათ ვეუბნები – საყოველთაო დესტაბილიზაცია იქნება მაშინ თუ ისინი ხმას მიიღებენ. მათი გაკოტრება ნიშნავს იმას, რომ საქართველო იმ ჭაობიდან გამოვა, სადაც შეგვიყვანეს. სამწუხაროა ამგვარ სპეცოპერაციებს ადამიანების ჯანმრთელობა ეწირება”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

დაჭრილია სულ ხუთი პირი, ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები