მარნეულის სოფელში 42-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
მარნეულის რაიონის სოფელ ლეშბადიმში, 42-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც დამკვირვებელი აცხადებს, უბანთან შეკრებილი ხალხი და კომისიის წევრებიც ამომრჩეველს 41 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ.
„ხალხი, რომელიც გარეთ დგას, უბანზე მომსვლელს ეუბნება, რომ 41 ნომერი „ქართული ოცნება“ უნდა შემოხაზონ. 41 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ კომისიის წევრებიც. საჩივარი არ დამიწერია“, – განაცხადა „მრავალეთნიკური ერთობის“ წარმომადგენელმა ვალიდა ნასიმოვმა.
ამ ინფორმაციას უარყოფენ კომისიის წევრები.
კატეგორიები:
პოლიტიკა