მარიუპოლში სამართალდამცველებმა საქართველოდან ჩასული “კრიმინალური ავტორიტეტი”, დაბადების დღის აღნიშვნის დროს, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს

მარიუპოლში სამართალდამცველებმა საქართველოდან ჩასული “კრიმინალური ავტორიტეტი”, დაბადების დღის აღნიშვნის დროს, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს

მარიუპოლში სამართალდამცველებმა საქართველოდან ჩასული “კრიმინალური ავტორიტეტი”, დაბადების დღის აღნიშვნის დროს, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რაიონის ნაციონალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, არტიომ კისკო ავრცელებს.
მისი თქმით, დაკავებული პოლტოვის რაიონში მომხდარ თავდასხმაშია ბრალდებული.
“ასე დამთავრდა დაბადების დღე, რომელიც ქალაქ მარიუპოლში საქართველოს მოქალაქისთვის იმართებოდა, რომელიც დონეცკის რაიონში “კანონიერი ქურდის” ნადირ სალიფონოვის ე.წ. “გულის” სახელით, “ქურდული წესრიგის” დასამყარებლად ჩავიდა”, – წერს კისკო და ფოტოებს ავრცელებს.
როგორც კისკო აცხადებს, ამჟამად დაკავებული წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები