მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტი მოათავსეს

მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტი მოათავსეს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
​მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიციებული 13 მოზარდი ჰყავთ.

“სულ დაგვემატა 16 დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად გვყავს 582 ინფიცირებული. გამოჯანმრთელებული ქვეყანას დაემატა 23 და 207-ია. წყაროები უცვლელია, ამიტომ ამის დაზუსტებას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა წყარო ცნობილია. ჩვენს კლინიკას დაემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ 7-დან 1 არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით, ეს არის ასაკოვანი პირი, რომელსაც თანარსებული დაავადებაც აქვს, რისკის მატარებელი პაციენტია.
​ამ 7 ახალ პაციენტში 3 მოზარდია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. ჩვენ გვყავდა 11 მოზარდი, გუშინ გაეწერა 1, დაგვემატა 3 და ამ ეტაპზე 13 მოზარდი გვყავს. მათი მდგომარეობა პროგნოზულად კეთილსაიმედოა არსებული მონაცემებიდან გამომდინარე. ჯამში 47 პაციენტი გვყავს, მათგან 1 კრიტიკულია, 5 არის მძიმე პნევმონიით”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები