მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია და კვლავ კრიტიკულია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია და კვლავ კრიტიკულია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია და კვლავ კრიტიკულია.

მისივე თქმით, სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ის ორი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავს, მათი მდგომარეობა უცვლელია, უბრალოდ ერთთან, 80-ს გადაცილებულ პაციენტთან თითქოს შეინიშნება სტაბილიზაცია და თუ ეს შეგვინარჩუნდება კარგია, მაგრამ ამის თქმა პროგნოზულად კატეგორიულად ვერ მოხდება. მეორე პაციენტის მდგომარეობა თითქოს დღეს დილისთვის არ გაუარესებულა მკვეთრად, იმედი გვაქვს, რომ თუ ასე შევინარჩუნებთ მის მდგომარეობას მერე ვისაუბრებ პროგნოზზე და გამოსავალზე.

90 დადასტურებული შემთხვევიდან 46 ჩვენი პაციენტია. დანარჩენი 44 კოვიდის მიმღებ ექვს დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. ამ ჩვენი 46 პაციენტიდან 15 უკვე წასულია და ორი ემზადება წასასვლელად“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები