მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება.

„კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაგვემატა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გვაქვს 3 019 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: აჭარა არის 129, აქედან 114 ბათუმს უკავშირდება, ქობულეთი- 11, ქედა – სამი, შუახევი – ერთი. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლში რუსთავის სახით ოთხი, გურიაში სამი, ერთი შემთხვევა კი კახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსისგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 13-ით გაიზარდა. იყო 1 422 და არის 1 435. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 46 პროცენტია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები