მარინა ეზუგბაია-“სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა და 914 დადასტურებული შემთხვევაა,გამოჯანმრთელებულების რიცხვი სამით გაიზარდა და 771-ია.

მარინა ეზუგბაია-“სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა და 914 დადასტურებული შემთხვევაა,გამოჯანმრთელებულების რიცხვი სამით გაიზარდა და 771-ია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის სამი შემთხვევიდან ორი არის შემოტანილი შემთხვევა – საკარანტინე ზონიდან, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

“სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა და 914 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი სამით გაიზარდა და 771-ია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს.

სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის შემოტანილი შემთხვევები – საკარანტინე ზონიდან და ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

გუშინ ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, გამოჯანმრთელდა ორი და დღეს 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით, სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს მძიმე პნევმონია და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. არსებული კვლევებით, მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, რომ პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება. სხვა პაციენტების მდგომარეობა, ძირითადად, საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა, კლინიკა სტაბილურ სიტუაციას ინარჩუნებს. ბოლო ხანებში შემოტანილი შემთხვევებიდან, ძირითადად, ან რუსეთია ან სომხეთი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები