მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა, გაგრძელდება თუ არა რეფორმები განათლების სისტემაში. ​

მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა, გაგრძელდება თუ არა რეფორმები განათლების სისტემაში. ​

მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრისას, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა, გაგრძელდება თუ არა რეფორმები განათლების სისტემაში. ​

„ბოლო წლების მანძილზე, სახელმწიფომ დააანონსა და დაიწყო განხორციელება უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმებისა განათლების სექტორში, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების, ასევე, განათლების სექტორში შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით. ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე, ჩვენი შეხვედრების ფორმატში, დადებითად აფასებს არა მხოლოდ აკადემიური სექტორი პედაგოგიური კორპუსი, არამედ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ​ გიორგი გახარიას ასევე გადასცა საზოგადოების თხოვნა იმის თაობაზე, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შრომითი ანაზღაურებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი, დადებითი ცვლილებების დიდი მოლოდინი აქვთ. ​მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლისთვის, დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იანი ზრდა განათლების სექტორისთვის განსაზღვრული რესურსებისა და ბიუჯეტის 25%-მდე მიმართვა განათლების მიმართულებით, მან პრემიერმინისტრობის კანდიდატს აღნიშნული რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით მისი ხედვის თაობაზე კითხვა დაუსვა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები