მარიამ ჯაში და ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებს შეხვდნენ

მარიამ ჯაში და ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელებს შეხვდნენ.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ლეჟავა, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ხუციშვილი.
მარიამ ჯაშმა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, დაგეგმილ ცვლილებებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ახალი სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე, პედაგოგთა გადამზადებისა და ხელფასების ზრდის საკითხებზე.
კომიტეტის თავმჯდომარეებმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, პედაგოგთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. კითხვები ძირითადად, უკავშირდებოდა მოსწავლეთა სკოლაში მიღების ასაკს, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელების აღმზრდელ-პედაგოგებად გადამზადებას, ახალი სასკოლო გეგმის შემუშავებასა და მასწავლებელთა სტატუსს.
შეხვედრაზე დაისვა ფოთის სკოლებისთვის მტკივნეული საკითხი, რაც სპორტული მოედნების მოწყობას უკავშირდება. მარიამ ჯაშის თქმით, აღნიშნული საკითხი 2019 წლის პრიორიტეტებში იქნება გათვალისწინებული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები