მარგველაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციასთან შეთანხმებული დოკუმენტი წარუდგინა

მარგველაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციასთან შეთანხმებული დოკუმენტი წარუდგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ბუნებრივია ევროკავშირისათვის, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ინფორმირებული ყველა იმ მთავარ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ევროკავშირის დელეგაციას აინტერესებდა საქართველოს პრეზიდენტის აზრი მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან და აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო დებატების პროცესის დინამიკასთან დაკავშირებით მოაწოდა ინფორმაცია.

“ევროპარლამენტის თვალსაზრისით, ჩვენ ვაგრძელებთ ვენეციის კომისიის მხარდაჭერას და ვემხრობით მათ რეკომენდაციებს. ჩვენ მოველით ისეთ დასკვნას, რომელიც რეალურად თითოეული ქართველის ინტერესშია, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და მისი ოფისი ძალიან რეალურ როლს თამაშობს ამ დასკვნის განხორციელებაში”, – განაცხადა საჯად კარიმმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები