მარგველაშვილის თქმით,ოპოზიციასთან ერთად შექმნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, უმრავლესობას და გახდა საჯარო.

მარგველაშვილის თქმით,ოპოზიციასთან ერთად შექმნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, უმრავლესობას და გახდა საჯარო.

“მე მაქვს იმედი, რომ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ – იქნება გააზრებული. მე იმედი მაქვს, მმართველი გუნდი გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით რეალურად თანხმობის დოკუმენტს ვერ მივიღებთ. ძალიან მნიშვნელივანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ის კლიშე, რომ განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ თანხმდებიან – დანგრეულია. მე მიხარია, რომ მივედით ერთიან ხედვამდე და იმედი მაქვს, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც უკვე მერამდენედ ახასიათებს იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები. უკვე მერამდენედ ეს ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის კონსტრუქციულ შეთავაზებას მმართველი პოლიტიკური გუნდი გამოეხმაურება.

“ჩვენ უნდა შევქმნათ თანაცხოვრების და თანხმობის დოკუმენტი და არავის უნდა მოვახვიოთ თავს შეხედულება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. კონსენსუსის მაგალითი უკვე მისცეს პარტიებმა და მე იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს გაიზიარებს მმართველი ძალაც”, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები