მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა.

მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყლის დონის მატება დაახლოებით დღის 12:00 საათიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მარადიდელების თქმით, სავარაუდოდ, დატბორილია ერთი მონაკვეთი, სადაც სასაფლაო და ხიდია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, თემურ დიდმანიძის თქმით, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ფაქტი, სავარაუდოდ, „კირნათიჰესს“ უკავშირდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები